воскресенье, 10 апреля 2016 г.

მერვე დღე

გავწერეთ დიფერენცირებული სწავლება,გეგმა შევავსეთ ბოლომდე და ავტვირთეთ ღრუბლებში.

суббота, 9 апреля 2016 г.

მეშვიდე დღე

დავწერეთ ჩვენ მიერ შერჩეული შეფასების მეთოდების და ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი, ანუ რა დროს და რა მიზნით ვიყენებთ. გავწერეთ სასწავლო პროცედურები, გავაკეთეთ ჩვენი პროექტის მოკლე სცენარი.

понедельник, 4 апреля 2016 г.

მეექვსე დღე

განვიხილეთ შეფასების ფორმები, ადაფტირება გავუკეთეთ პრეზენტაციის ჩეკლისტს და მოვარგეთ ჩვენს პროექტს, გავწერეთ შინაარსობრივი კრიტერიუმები, შევინახეთ ჩეკლისტი შეფასების საქაღალდეში. ჩეკლისტის საფუძველზე შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი პრეზენტაციის სახით.

воскресенье, 3 апреля 2016 г.

მეხუთე დღე

ნაბიჯ-ნაბიჯ გავიარეთ შეფასების 5 სტრატეგია,განვიოოხილეთ თითოეულ სტრატეგიაში აღწერილი შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები,ამოვარჩიეთ ჩვენი პროექტისათვის საჭირო მეთოდი და ინსტრუმენტები, შევავსეთ დროის ჩარჩო.

среда, 30 марта 2016 г.

მეოთხე დღე

ვნახეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტკვები, ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე,განვიხილეთ თითოეული კითხვა. განვასხვავეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. გავეცანით მიმართულების მიმცემ კითხვების წერის რჩევების დოკუმენტს. კითხვები დავწერეთ ღრუბლებში, გავუზიარეთ ტრენერს, მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისაგან და ჯგუფისაგან.

суббота, 26 марта 2016 г.

მესამე დღე

ვისწავლეთ კოპირება-ჩასმის ცხელი კლავიშები, ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე ncp.ge ვიპოვეთ ინდიკატორები და ჩავსვით ჩვენი სასწავლო გეგმის შაბლონში. სტანდარტების მიხედვით ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზნები და შევიტანეთ გეგმის შაბლონში.

воскресенье, 20 марта 2016 г.

მეორე დღე

შევქმენით საქაღალდე, შევინახეთ საჭირო საბუთები, გავიგეთ, თუ რა არის ჩეკლისტები. ჯგუფებში განვიხილეთ საპროექტო იდეები და ერთმანეთს მივეცით უკუკავშირი. ვუპასუხეთ წინასწარი დაგეგმვის კითხვებზე, ჩამოვაკალიბდით საპროექტო იდეებზე.